ჯანდაცვა

გახმაურებული დიეტა სოციალური ქსელიდან: „პირველ კვირაში 3 კგ დავიკელი, მერე თითო კვირაში 1-1.5 კგ იკლებ“

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი საკუთარ გამოცდილებას აზიარებს დიეტასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თვენახევარში 8 კგ დაიკლო დიეტით, რომელიც შიმშილს არ გულისხმობს:

„ელენე გიორგაძის დიეტა მე მაქვს ნანახი, შიმშილს არ მოითხოვს, მაგრამ ძნელია. მთელი დღე დაგეგმილი უნდა გქონდეს, 100 გრ ის , 100 გრ ეს და ა.შ.

მე ჩემებურად ვიცავ დიეტას, საერთოდ პრინციპი ერთია რაც უფრო თანდათან ხდები, მით უფრო მყარად ხარ და ადვილად არ იმატებ. შარშან გაზაფხულზე თვენახევარში 8 კგ. დავიკელი. გაზაფხულზე ამის გაკეთება იოლია.

შეგიძლია ჭამო მაწონს(1 ქილა), ხაჭო100-200გრ, წიწიბურა უმარილო ან ჰერკულესი, კიტრი რამდენის გინდა, ყველი, მწვანილი, მოხარშული საქონლის ხორცი, თევზი ან ქათამი კანგაცლილი, ხილიდან მხოლოდ ვაშლი და ფორთოხალი (სანამ სხვა ხილი შემოსულა), საერთოდ იცოდეთ, რომ ხორცის ნახარშზე დამზადებული წვნიანი ძალიან ასუქებს, აუცილებლად სვამ სითხეს მინიმუმ 1-1.5ლ, თუ მეტს დალევ უკეთესია. ყავა ძალიან მიყვარს და მხოლოდ უშაქროს ვსვამ. ხო, კიდევ დღეგამოშვებით 1 ც მოხარშული კვერცხი, პამიდორი, მე ყველსაც ვჭამდი, მაქსიმუმ 1-2 ნაჭერი.

რაც ჩამოვთვალე ყველაფრის ჭამა ერთ დღეში, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ნუ, ერთ დღეს თუ შეჭამ ხორცს, წიწიბურას და ჰერკულესსაც ნუ დაამატებ.

პირველ კვირაში 3კგ დავიკელი, მერე თითო კვირაში 1-1.5 კგ იკლებ. ჩემი დაა ახლა ამ დიეტაზე და ძალიან კმაყოფილია. მთელი წელი, რა თქმა უნდა  გიწევს დარღვევა დიეტის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თუ წინა დღეს ნოყიერად ჭამე, შეირგე და არ შეშინდე, მთავარია მეორე დღეს დააოკო მომატებული მადა და ძალიან მსუბუქად ჭამო, ან მხოლოდ მაწონზე და მინერალურ წყალზე გადაიარო. არ არსებობს მოიმატო. ხელად დაარეგულირებ წინა დღეს აკრეფილ კალორიებს.“-წერს ინტერნეტმომხმარებელი.

იტვირთბა....