საზოგადოება

ცირა კობიაშვილის პასუხი ნიკა გვარამიას: „ცხოვრება აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს“

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც X Factor-ის ერთ-ერთი მენტორი, ნიკა გვარამია აღშფოთებით ამბობს: “შეყვარებული მოგიკვდა, თუ დედა გაფრინდა ცაში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის”, კონკურსანტი ცირა კობიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მაყურებლისთვის უკვე ცნობილია, მას შეყვარებული გარდაეცვალა:

“ვინმეს თუ ჰგონია რომ ამ მარაზმზე და მიზანმიმართულ შეურაცხყოფაზე კომენტარს გავაკეთებ, ძალიან ცდება.

მტრის ჯინაზე 9-ჯერ მწარედ, მაგრამ მაინც გავიცინებ.

ცხოვრებაში იმდენი საშინელება და ცილისწამება გადავიტანე, რომ ამას ვერ გადავიტან?

სადამდეც ძალა მეყოფა იქამდე, ვიბრძოლებ და არ დავნებდები. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასე მიდგას გვერდით. აი, თქვენ კი ჩემი დამხობის და გამწარების ოცნებაში ღამე ნათევო ადამიანებო, მე ვერა, მაგრამ ცხოვრება აუცილებლად გადაგიხით სამაგიეროს …” – წერს ცირა.

იტვირთბა....