ახალი ამბები მსოფლიო

“ჩვენ მადლიერი ვართ რუსი მესაზღვრეების, რომ ეს წლები ჩვენს საზღვრებზე იდგნენ, თუმცა ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ სრულად უნდა ავიღოთ საკუთარი საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობა”- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ეტაპობრივად სრულად უნდა აიღოს საკუთარ თავზე სახელმწიფო საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობა.

ფაშინიანმა ამის შესახებ 26 ნოემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა, თუ სახელმწიფო საზღვრის რომელ მონაკვეთებზე ჩაანაცვლებენ რუს მესაზღვრეებს სომეხი მესაზღვრეები, ფაშინიანმა უპასუხა: „ჩვენ მადლიერი ვართ რუსი მესაზღვრეების, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს საზღვრებზე იდგნენ. თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს წლებში ჩვენ სრულად უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე სახელმწიფო საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობა“.

იტვირთბა....