ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ბიუჯეტი მიუღებელია და ის უნდა შემცირდეს.
დასავლური მედიის შეფასებით, რობ იეტენი ე.წ. ხელმომჭირნე ქვეყნების ჯგუფის აქტიური წევრია. მისი გზავნილი სრულიად ნათელია: ევროკავშირის ბიუჯეტი, რომელიც ამჟამად მაგიდაზე დევს და თითქმის 1.7 ტრილიონ ევროს შეადგენს, „ნიდერლანდელი გადასახადის გადამხდელებისთვის მიუღებელია“.
იეტენის მტკიცებით, ის უნდა შემცირდეს და ხელახლა ორიენტირდეს ისეთ თანამედროვე პრიორიტეტებზე, როგორიცაა თავდაცვა და მიგრაციის მართვა.
„შეთანხმების მიღწევა თუ გვსურს, ბიუჯეტი უნდა მოდერნიზდეს და შემცირდეს“, – განაცხადა იეტენმა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა შეთანხმების გაფორმება არაუგვიანეს წლის ბოლოსა, იეტენმა უპასუხა, რომ „აჩქარების საჭიროება არ არის“ და მთავარი საბოლოო ჯამში „კარგი შეთანხმების“ მიღწევაა.
„ჩემთვის არანაირი ვადა არ არსებობს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მზადაა მოლაპარაკებების „მარათონისთვის“, როგორც ამ კვირაში, ისე დეკემბერში.

