აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბორის ჯონსონმა 2022 წელს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ხელი შეუშალა და ინარჩუნებს თავის არასამშვიდობო პოზიციას – დიმიტრი პესკოვი

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 2022 წელს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ხელი შეუშალა და ინარჩუნებს თავის არასამშვიდობო პოზიციას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვისთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე რაიმე უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსება.

„ეს არაერთხელ ითქვა სხვადასხვა დონეზე, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის მიერ. ჩვენ ვიცნობთ ბორის ჯონსონს და ვიცით, თუ რა დესტრუქციული როლი შეასრულა მან. სწორედ მან შეუშალა ხელი ომის დასრულებას 2022 წელს და დღემდე ინარჩუნებს რბილად რომ ვთქვათ არამშვიდობიან განწყობას. გარდა ამისა, ევროპის დედაქალაქებსა და ბრიუსელიდან არაერთხელ მოგვისმენია განცხადებები — სამწუხაროდ — სამხედრო კონტინგენტების განთავსების გეგმების შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

იტვირთბა....