სარკინიგზო მომსახურების ოპერატორმა, „ევროსტარმა“ მოქალაქეებს აცნობა, რომ ბრიუსელს, პარიზსა და ლონდონს შორის, სულ მცირე, ექვსი რეისი გააუქმა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი „ევროსტარის“ თანამშრომელთა დაუგეგმავი გაფიცვაა.
სარკინიგზო მომსახურების ოპერატორი არ აკონკრეტებს, რამდენი ხანი შეიძლება, გაგძელდეს გაფიცვა. ამასთან, კომპანია მომხდარის დეტალებზე დამატებით კითხვებს არ პასუხობს.

