აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში, მისისიპის სანაპიროსთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მისისიპის სანაპიროსთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფრენების მონიტორინგის ვებგვერდის FlightAware-ს მონაცემებით, თვითმფრინავი Cessna 210-ი ნიუ-ორლეანიდან ფორტ-მაიერსისკენ, ფლორიდის შტატში, მიემართებოდა.

საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურმა თვითმფრინავთან კავშირი დაახლოებით 15:45 საათზე (21:45 GMT) დაკარგა. მოგვიანებით, ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის მექსიკის ყურეში, პასკაგულასა და ჰორნ-აილენდს შორის ჩამოვარდა.

სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლის, ხუან როსის განცხადებით, მყვინთავებმა თვითმფრინავის სალონში ოთხი ზრდასრული ადამიანის და ორი ბავშვის, 8 და 10 წელის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

იტვირთბა....