აშშ-ის სამხედრო ბაზები, სადაც არ უნდა იქნას გადატანილი, ირანის შეიარაღებული ძალების წვდომის ფარგლებში დარჩება, – ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ალი აბდოლაჰიმ განაცხადა.
ირანის თავდაცვით შესაძლებლობებსა და აშშ-ისა და ისრაელის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ომებზე საუბრისას, ალი აბდოლაჰიმ თქვა, რომ ქვეყნის სარაკეტო პოტენციალმა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა ორი ძლიერი მოწინააღმდეგე – გლობალური ზესახელმწიფო და მსოფლიოს მეხუთე უძლიერესი სამხედრო ძალა და მათ უკან დახევა აიძულა.
რეგიონში აშშ-ის ბაზებზე ირანის შეიარაღებული ძალების თავდასხმებთან დაკავშირებით, მაღალი რანგის მეთაურმა განაცხადა, რომ ობიექტებმა მძიმე დაზიანებები მიიღო, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა.
მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი ბაზა ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა თავის ყოფილ ოპერატიულ მდგომარეობას და რომ ამერიკელები ცდილობენ, საკუთარი ძალები სხვაგან გადაანაწილონ, ხოლო ობიექტები უფრო დაშორებულ ადგილებში გადაიტანონ.
გენერალ-მაიორმა აბდოლაჰიმ ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში აშშ-ის ბაზების ნებისმიერი გადაადგილება გავლენას ვერ მოახდენს ირანის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, წინ აღუდგეს საფრთხეებს.

