აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კოლუმბიის უსაფრთხოების ძალებმა შეიარაღებული პირების მიერ სუპერმარკეტში აყვანილი ყველა მძევალი გაათავისუფლეს

კოლუმბიის უსაფრთხოების ძალებმა სპეცოპერაციის შედეგად, შეიარაღებული პირების მიერ სუპერმარკეტში აყვანილი ყველა მძევალი გაათავისუფლეს, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

კოლუმბიის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ კარტახენაში მდებარე სუპერმარკეტი შტურმით აიღეს, რის შემდეგაც, შეიარაღებული პირების მიერ აყვანილი დაახლოებით 20 მძევალი გაათავისუფლეს.

კოლუმბიის პრეზიდენტის აბელარდო დე ლა ესპრიელიას ცნობით, ერთ-ერთი შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია.

უსაფრთხოების ძალების შენობაში შესვლამდე სუპერმარკეტის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა.

კოლუმბიის ხელისუფლების განცხადებით, შეიარაღებული პირები Exito-ს სუპერმარკეტების ქსელის ფილიალში საინკასაციო ავტომობილის გატაცების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეიჭრნენ. უსაფრთხოების ძალების მიერ შენობის აღების სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, შეიარაღებულმა პირებმა მოლაპარაკებების შედეგად 10 მძევალი გაათავისუფლეს.

იტვირთბა....