აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბენღაზის მახლობლად რუსულ გემებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ორი ლიბიელი ჯარისკაცი გარდაიცვალა – France 24

ბენღაზის მახლობლად რუსულ გემებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ორი ლიბიელი ჯარისკაცი გარდაიცვალა, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გასულ შაბათ-კვირას, უკრაინის მიერ ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტთან რუსულ გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან ორი ლიბიელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

„ლიბიის ეროვნული არმიის“ მთავარსარდლის მოადგილემ, სადამ ჰაფთარიმ განაცხადა, რომ არმია თავდასხმას „შესაფერის ადგილასა და დროს უპასუხებს“.

ცნობისთვის, ლიბია სამოქალაქო ომის შემდეგ ორ ნაწილად არის გაყოფილი. დასავლეთ ნაწილს ტრიპოლიში მოქმედი გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობა მართავს, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილს „ლიბიის ეროვნული არმიის“ მთავარსარდალი, ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს.

ლიბიის ბენღაზის პორტთან თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა. ზელენსკის განცხადებით, ბენღაზის პორტთან უკრაინულმა საზღვაო დრონებმა რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაძირეს და დააზიანეს სატვირთო ხომალდი MV ANGARA, რომელსაც რუსული იარაღი გადაჰქონდა.

იტვირთბა....