აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში სახმელეთო რადარის სისტემის გაუმართაობის გამო ფრენები შეფერხებულია

ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში სახმელეთო რადარის სისტემის გაუმართაობის გამო ფრენები შეფერხებულია.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, ტექნიკოსები საჰაერო მოძრაობის მართვის მოწყობილობის შეკეთებას ცდილობენ.

რადარის სისტემა აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებზე თვითმფრინავებისა და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას აკონტროლებს.

ფრენების მონიტორინგის ვებგვერდის, FlightAware-ის მონაცემებით, ამ დროისთვის შეფერხებულია დაახლოებით 373 რეისი. საავიაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს მადლიერების დღის დღესასწაულთან დაკავშირებული მოგზაურობის პერიოდში ყველაზე დატვირთული დღეა.

აშშ-ის საავიაციო ადმინისტრაციასა და ავიაკომპანიებს ბოლო პერიოდში ტექნიკური პრობლემების არაერთი შემთხვევა ჰქონდათ. 13 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით გაუქმდა 18 000-ზე მეტი რეისი. გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემის მიზეზი მოძველებული ტექნოლოგიები, მათ შორის, ძველი გადამრთველები და საკომუნიკაციო ხაზები გახდა.

იტვირთბა....