აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რა ვარ მისთვის, ჩემოდანი? – ზელენსკი მოსკოვში ჩასვლის შესახებ ლუკაშენკოს შეთავაზებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეთავაზებას, ერთობლივად გაემგზავრონ მოსკოვში მოლაპარაკებებზე, არასერიოზული უწოდა და ბელარუსის ლიდერს ვლადიმირ პუტინთან ერთად კიევში ჩასვლა შესთავაზა.

„შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს. ჩვენც უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას, ეს ხომ მოლაპარაკებებია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე ომის პირობებში მხარეებს შორის შეხვედრის გამართვა არც მოსკოვშია შესაძლებელი და არც კიევში.

„რატომ გვთავაზობს ლუკაშენკო მსგავს არასერიოზულ რაღაცეებს? ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ და არ შეგვიძლია არც მოსკოვში და არც კიევში შეხვედრა. ეს ყველას მშვენივრად გვესმის. ეს არასერიოზული საუბარია. მთავაზობს, რომ წამიყვანს. უბრალოდ თვითმფრინავში ამიყვანს და გავფრინდებით. რა ვარ მისთვის, ჩემოდანი თუ რაღაც სხვა?“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ალექსანდრე ლუკაშენკომ მანამდე გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში პირადად გაჰყვეს და მისი უსაფრთხოების გარანტი გახდეს.

„მე და ვოლოდია ზელენსკის, შეგვეძლო თვითმფრინავში ჩავმსხდარიყავით და მოსკოვში გავფრენილიყავით. ორივეს ერთად. მე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტს, შემეძლო მასთან ერთად მოსკოვში გავფრენილიყავი“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

იტვირთბა....