ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს გადაწყვეტილება ივანიშვილს ბოლოს მოუღებს“: ალასანია ივანიშვილს ემუქრება

ე.წ კაბელების საქმის განაჩენის გამოცხადებას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ეხმაურება. მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ივანიშვილის რეჟიმს ბოლოს მოუღებს.

“სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვისაც და საქართველოს დიდი ნაწილისთვისაც, დარწმუნებული ვარ, მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ასეთ უსამართლობას მოსამართლისგან არავინ ელოდა. ვიცით, რომ ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს და პროკურატურის კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მოსამართლეს, არ ველოდით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას, გარდა ამისა, მე ვპირდები ივანიშვილს, რომ ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს. საზოგადოების და პარტიის საქმედ ვაქცევ, რომ ეს უდანაშაულო ადამიანები რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ ციხიდან ”.-განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დამნაშავედ სცნო და მათ 7 წლიანი პატიმრობა მიუსჯა.

იტვირთბა....