ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ერთი კაბელი ჯიბეში თქვენც აღმოგაჩნდებათ”: ნანუკა ჟორჟოლიანიას ხმაურიანი განცხადება

ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულებს 7 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 7 წლით, ციხეში უნდა იჯდნენ ადამიანები, მხოლოდ იმიტომ რომ ივანიშვილი ალასანიას ებრძვის. ასე მოუნდა დასჯა. ყველაზე ცუდი მეთოდით. გაუგზავნა ყველას გზავნილი. ასე მოგივათ თუ გამაბრაზებთო. გაგვაგებინა ყველას, რომ სასამართლოში “პრინციპული” მოსამართლეების იმედადაც არ უნდა ვიყოთ. სასამართლო მთლიანად პროკურატურის “ჯიბეშია”.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება, მაგრად ცდება. ეს ყველას გვეხება იმიტომ, რომ როგორც კი არასასურველები გახდებით მისთვის, ერთი კაბელი ჯიბეში თქვენც აღმოგაჩნდებათ. სანამ სხვის უსამართლობაზე ხმის ამოღებას არ დავიწყებთ, მანამდე ჩვენი თავისუფლება საფრთხეში იქნება. – ასეთ განცხადებას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

იტვირთბა....