სტამბოლში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, -ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისი“ იტყობინება. ტელეკომპანიის ცნობით, არიან დაშავებულებიც.
ბომბი სტამბოლის მალტეპეს რაიონში, საავტომობილო ესტაკადის ქვეშ აფეთქდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას აფეთქების ორგანიზების უკან.
წელს თურქეთში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ძალადობის უკან ქურთი სეპარატისტები ან დაჯგუფება „ისლამური სახელმწუფოს“ წევრები დგანან.