ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„თავისუფალი დემოკრატები“ აქციებს აანონსებენ

„თავისუფალი დემოკრატები“ აქციების გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ პარტიის ოფისში დღეს სპეციალური განცხადება გაკეთდება. როგორც „თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, დღეს ხმაური მოჰყვა ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენის გამოცხადების პროცესს, რის გამოც სხდომა დაიხურა. ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.

ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

იტვირთბა....