ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ივანიშვილი დღეიდან ჩემი პირადი მტერია“: კაბელების საქმეზე ბრალდებულებს 7-7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ხმაური მოჰყვა ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენის გამოცხადების პროცესი, რის გამოც სხდომა დაიხურა. ხმაური ბრალებულისთვის განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ დღეიდან მისი პირადი მტერია.

„ეს არის აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო, საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ეს მოსამართლე არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მონა. არ შევარჩენთ ამ გადაწყვეტილებას, მის გვარს და სახელს ყველა ბოძზე გავაკრავთ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, მე თქვენთან ერთად იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ასეთი უსამართლო სასამართლო იყოს. მე თქვენი პირადი მტერი ვარ დღეიდან.” – განაცხადა გოგუაძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

იტვირთბა....