ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

უახლოეს დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება

დღეს, დღის მეორე ნახევრიდან და 16 მაისს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წ, ზოგან ძლიერი – 20-25 მ/წ. ასევე, ცალკეულ მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.
ჰაერის ტემპერატურა კოლხეთის დაბლობზე იქნება ღამით – 13-18 OC, დღისით -18-23 OC. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში იქნება ღამით – 13-18 OC, დღისით – 20-25 OC, მთაში ღამით – 7-12 OC, დღისით – 16-21 OC, მაღალ მთაში ღამით – 4-9 OC, დღისით – 10-15 OC. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღეს ღამით 16 OC იქნება, ხვალ კი – 22 OC.
საქართველოს მასშტაბით 17 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მცირედით მოიმატებს, თუმცა დროგამოშვებით იწვიმებს.

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება.

 

იტვირთბა....