ახალი ამბები მთავარი

მიხეილ მაჭავარიანი პაატა ბურჭულაძის პარტიასთან კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი პაატა ბურჭულაძის პარტიასთან კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს. -მაჭავარიანმა  ამის შესახებ გაზეთ “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“პაატა ბურჭულაძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ მიზანს ივანიშვილის მმართველობის დასრულება და არსებული კრიზისის დაძლევა წარმოადგენს. მომავალი გვიჩვენებს, რომელი ძალები იქნებიან ამ ბრძოლაში თანმიმდევრულები და ვის ექნება დასავლური ღირებულებები. თუ ამ კრიტერიუმს დავაკმაყოფილებთ ჩვენც და ბურჭულაძეც, ბუნებრივია, იქნება თანამშრომლობა. ქოცები მას შეგნებულად უვრცელებენ ხმებს, რომ ის ჩვენი პროექტია. თავიანთი ჭკუით, ფიქრობენ, რომ ამით პაატას დააზარალებენ. მათიც კარგად მესმის. იციან, რომ ბურჭულაძის გამოჩენა მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. პრევენციული დარტყმები შედეგს არ მოუტანს. სულ უფრო იზრდება იმ პარტიების რაოდენობა, რომლებსაც „ქართული ოცნება” აღარ აწყობთ. უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ერთ მხარეს არიან ქოცები, ხოლო დანარჩენი პარტიები – მეორე მხარეს“, -აცხადებს მაჭავარიანი.
კითხვაზე აპირებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა“ ბურჭულაძესთან ალიანსში შესვლას, მაჭავარიანი ამბობს, რომ კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს.
„ამის თქმა ჯერ ნაადრევია. კოალიციის შექმნას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მანამდე უნდა ვნახოთ, რა გუნდი ეყოლება მას. საინტერესოა ასევე მათი ეკონომიკური პროგრამა. ასეთი რამე ჯერ არ მინახავს. ასე რომ, დასკვნების გაკეთება ჯერ არ ღირს“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

იტვირთბა....