ახალი ამბები მთავარი სამართალი

მატარებელმა მოხუცი ქალი გაიტანა ოზურგეთში

უბედური შემთხვეა მოხდა ოზურგეთის მუნიციალიტეტის სოფელ ნატანებში. რამდენი საათის წინ ბათუმი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის ნატანების მონაკვეთზე, მატარებელმა მოხუცი ქალი გაიტანა. დაშავებული ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალბატონი რკინიგზაზე სწორედ იმ დროს ცდილობდა გადასვლას, როცა ბათუმი-თბილისის მატარებელი ნატანების სადგურში შემოდიოდა. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება 275 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის მოძრაობის წესის დარღვევის შედეგად, ადამინის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

იტვირთბა....