ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტრამპმა ოვალური კაბინეტი ეროვნულ ძეგლად გამოაცხადა 

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი ეროვნულ ძეგლად გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა 5 ნოემბერს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიზანიც ისტორიული სივრცის დაცვა და მომავალი პრეზიდენტების მიერ მისი ძირეული შეცვლის ან დანგრევის შეზღუდვაა.

„ჩვენ მას ეროვნულ ძეგლად ვაცხადებთ და სულელ ადამიანებს არ ექნებათ უფლება, შეეხონ, გაანადგურონ ან დაანგრიონ ის მხოლოდ იმისთვის, რომ მის ადგილას ოდნავ განსხვავებული ფორმის ნაგებობა ააშენონ“, – განაცხადა ტრამპმა.

დოკუმენტი ოვალურ კაბინეტთან ერთად მის მიმდებარე სივრცეებსაც მოიცავს. ამასთან, მომავალ პრეზიდენტებს კვლავ შეეძლებათ ინტერიერის დიზაინის, ავეჯისა და დეკორაციების შეცვლა, თუ ეს შენობის ისტორიულ და არქიტექტურულ იერსახეს არსებითად არ დააზიანებს. განკარგულების გაუქმება მომავალ პრეზიდენტსაც შეუძლია.

იტვირთბა....