აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოლდოვაში გეგმავენ, რომ რუსებს სავიზო რეჟიმი დაუწესონ, თუ ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოითხოვს

მოლდოვაში გეგმავენ, რომ რუსებს სავიზო რეჟიმი დაუწესონ, თუ ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოითხოვს – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ვასილე ტოაფნმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მოლდოვის პრემიერის განცხადებით, აუცილებელია ქვეყნის სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდეს.

“ჩვენ გვსურს ევროპული გზის გაგრძელება. კონკრეტული ვადების დასახელებისთვის მზად არ ვარ. თუ ევროკავშირის ნორმები ამას მოითხოვს, მიმაჩნია, რომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ინტეგრაციის პროცესში წინსვლის საშუალებას მოგვცემს“ – განაცხადა ტოფანმა.

იტვირთბა....