აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ უკრაინის საკითხზე ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას ნატო-ელი პარტნიორების თანხმობაც ესაჭიროება

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც კანცლერის პრესაამსახური იუწყება, ორი ქვეყნის ლიდერი თანხმდება, რომ „უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო“ და  ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას ნატო-ელი პარტნიორების თანხმობაც ესაჭიროება.

უკრაინის, აშშ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და ნატო-ს წარმომადგენლებმა გუშინ ბრიუსელში სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც აშშ-სა და სხვა პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების მომავალ გარანტიებზე იმსჯელეს.

იტვირთბა....