ვიცეპრემიერი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევა. ამის არგუმენტად კალაძე პარტიის შიდა და სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“, მისი შეფასებით, მოსახლეობის მაღალი ნდობა აქვს.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი სამომავალო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ახალი კოალიცია, სავარუდოდ, პარლამენტში შეიქმნება იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც 2016 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებენ.