აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბელგიის მეფე ფილიპემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილა

ბელგიის მეფემ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბერტ დე ვევერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილა , – ინფორმაციას გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ Le Soir-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეფე ფილიპემ ბერტ დე ვევერს მოუწოდა, ბიუჯეტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს.

ამასთან, ბელგიის მეფის განცხადებით, მან ხუთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ოფიციალური დასტური მიიღო, რომ ისინი ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად კომპრომისზე წასასვლელად მზად არიან. მეფე ფილიპემ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ბალანსის დაცვა სოციალური ერთიანობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას შორის.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბერტ დე ვევერმა მეფე ფილიპეს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. მისი თქმით, ამის მიზეზი მთავრობის გუნდში ბიუჯეტის 10 მილიარდი ევროთი შემცირებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიუღწევლობა გახდა.

იტვირთბა....