შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის შესახებ, ინფორმაციას კახა მამულაშვილი ავრცელებს:
”მეგობრებო, მოკლედ ოპერაცია დამთავრდა. თვითონ როგორც ამბობენ ექიმები, კარგად ჩაიარა. ზეგ უკეთებენ მეორე ოპერაციას. ჩვენ არ მოვდუნდეთ მთავარია, ვისაც როგორ შეგვეძლება… კახის მადლობა და ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას ვინც ეხმარება შეძლებისდაგვარად” – წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან მარტის თვეში გადმოვარდა. მას საქართველოში ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა, თუმცა ბოლო დღეებში მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო. მკურნალობა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
გააქტიურდა მობილური ოპერატორების სპეციალური ნომერი ევა ბარბაქაძის დასახმარებლად:
0901701100 – “მაგთისა” და “ბილაინის” აბონენტებისთვის.
ზარის ღირებულება 1 ლარი
საბანკო რეკვიზიტები:
“საქართველოს ბანკი”:
GE57BG0000000642055200