აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების წინ პუტინის წარმომადგენელს შეხვდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ 5 ნოემბერს თეთრ სახლში რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს პირისპირ შეხვდა და აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, მთელ ევროპასაც შეეხოს.

“შეთანხმება იქნება. ეს დიდი შეთანხმება იქნება და მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. იმასაც კი ვიტყოდი, რომ შესაძლოა, მთელ ევროპას შეეხოს. ეს დიდი, შესანიშნავი შეთანხმება იქნება და ყველა აღფრთოვანებული დარჩება.” – განაცხადა ტრამპმა.

დმიტრიევი ვაშინგტონში აშშ-ს პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციას მიეძღვნა.

ღონისძიებას უკრაინის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მათ შორის, სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი. ტრამპის თქმით, ამ დღეს ის უკრაინელ წარმომადგენლებს არ შეხვედრია.

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის, განცხადებით, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ს სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება.

იტვირთბა....