აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსები მხოლოდ მოლაპარაკებების მიმდინარეობის იმიტაციას ქმნიან, მოსკოვს მომავალ გაზაფხულამდე მოლაპარაკებების დაწყების სერიოზული სურვილი არ აქვს – გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ მოსკოვს მომავალ გაზაფხულამდე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების სერიოზული სურვილი არ აქვს.

მისივე თქმით, რუსეთი ტრადიციულად იყენებს ზამთრის თვეებს, რათა ქალაქებზე დარტყმებით ზეწოლა განაგრძოს.

„რუსები მხოლოდ მოლაპარაკებების მიმდინარეობის იმიტაციას ქმნიან. მე მათ არ ვენდობი. თუ უკრაინა ამ ზამთარს გადაიტანს, რაშიც დარწმუნებული ვარ, სერიოზული მოლაპარაკებების შანსები 2027 წელს გაუმჯობესდება. უფრო ადრე მათ არ ველოდები“, – განაცხადა ნაუსედამ.

ნაუსედას შეფასებით, რუსეთს ახლა სურს ნახოს, როგორ რეაგირებს ალიანსი ე.წ. ჰიბრიდულ თავდასხმებზე.

„არა მგონია, რომ რუსეთი ახლა ფართომასშტაბიანი ოპერაციებისთვის იყოს მზად. რუსეთის რესურსები უკრაინის ბრძოლის ველზეა კონცენტრირებული და იქ წარმატებას ვერ აღწევს, თუმცა პუტინი გვამოწმებს და სულ უფრო უახლოვდება მე-5 მუხლს, ანუ ნატოს ვალდებულებას კოლექტიური თავდაცვის შესახებ“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....