რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს, ყალბია.
„სიყალბეა. აშშ-ისკენ მიმავალი ტანკერები კურსს განაგრძობენ. რატომ ვრცელდება The Financial Times-გან ამდენი ყალბი ინფორმაცია?”- წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, The Financial Times-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს.
გამოცემის ცნობით, რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა სამიდან ორმა ტანკერმა, რომლებიც აშშ-სკენ მიემართებოდნენ, კურსი შეცვალეს, რაც, The Financial Times-ის ინფორმაციით, შესაძლოა პრეზიდენტ ტრამპის მოსკოვთან დიზელის საწვავზე შეთანხმების ჩაშლაზე მიუთითებდეს.
გამოცემის წყაროების თქმით, მესამე ტანკერიც შეცვლის კურსს „რეგულატორული, საკანონმდებლო და სასანქციო საკითხების გამო”.

