აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბელგიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის დატოვების ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პოლიციას არალეგალი მიგრანტების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა შეეძლება

ბელგიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, პოლიციას არალეგალი მიგრანტების საცხოვრებელ სახლებში შესვლისა და ჩხრეკის უფლება ეძლევა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, კანონი შეეხება იმ არალეგალ მიგრანტებს, რომლებმაც ქვეყნის დატოვების შესახებ მიღებული ოფიციალური ბრძანება არ შეასრულეს და რომელთა მხრიდანაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის რისკი არსებობს.

კანონის თანახმად, საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარება მხოლოდ საგამოძიებო მოსამართლის თანხმობით იქნება შესაძლებელი. ასევე, პროცესს უნდა დაესწრონ იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები. ჩხრეკა დასაშვები იქნება მხოლოდ 05:00-დან 09:00 საათამდე.

ახალ კანონს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და იურისტები ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, კანონის ამოქმედება კონსტიტუციური უფლებებისა და კონფიდენციალურობის კანონების შესუსტების რისკს ზრდის.

კენჭისყრამდე კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-იც, რომელმაც კანონმდებლებს მოუწოდა, ინიციატივისთვის მხარი არ დაეჭირათ. ორგანიზაციის განცხადებით, ახალმა კანონმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ ადამიანებზეც, რომლებიც უსაბუთო მიგრანტებს დახმარებას უწევენ.

იტვირთბა....