აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინას გერმანიისგან Taurus-ის ტიპის რაკეტების შეკვეთა სურს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას გერმანიისგან Taurus-ის ტიპის რაკეტების შეკვეთა უნდა.

მისი თქმით, ამით ისინი იმ ადგილების განადგურებას შეძლებენ, საიდანაც რუსები უკრაინული ქალაქების მიმართულებით რაკეტებს უშვებენ.

„მათ შექმნეს მთელი ობიექტები და გვკლავენ, ჩვენ კი თავის დაცვა არ შეგვიძლია. ეს არ არის სამოქალაქო ობიექტები, არც ინფრასტრუქტურა და არც ენერგეტიკა. სწორედ ამიტომ გვინდოდა Taurus-ის შეკვეთა. არა მხოლოდ შეკვეთა, არამედ მისი გამოცდაც. ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რადგან აშშ-ს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის ანტიბალისტიკური რაკეტებით მომარაგება არ შეუძლია, უკრაინას ერთადერთ გზად რუსეთის რაკეტმტყორცნების განადგურება დარჩა.

„ჩვენ IRIS-T Patriot-ის შემდეგ მსოფლიოს ნომერ პირველ სისტემად ვაქციეთ, რომელიც ანტიბალისტიკური სისტემაა. დღეს მისი ღირებულება 600 000 აშშ დოლარსა 1-1,5 მილიონ აშშ დოლარს შორისაა. ეს ამ ომის შედეგია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აღნიშნულზე უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

იტვირთბა....