აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ყველა ელექტროსადგური დაზიანებულია” – ზელენსკი პარტნიორებს დახმარებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა გარკვეულწილად უკრაინის ყველა ელექტროსადგური დააზიანა და ამ ფონზე მან ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს ენერგოსისტემის აღსადგენად საჭირო აღჭურვილობის სწრაფად მიწოდების მხრივ დახმარება სთხოვა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი დრონებითა და რაკეტებით იმ ენერგეტიკულ აღჭურვილობასაც უტევს, რომელზეც უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მუშაობაა დამოკიდებული. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ტრანსფორმატორები, ძალოვანი კაბელები, ელექტროტექნიკური აღჭურვილობა, დიზელისა და გაზის გენერატორები.

“გვჭირდება აღჭურვილობა, რომელიც ჩვენს ელექტროქსელთან თავსებადია. და ის სწრაფად გვჭირდება.” – თქვა ზელენსკიმ და პარტნიორებს სთხოვა, უკრაინას მწარმოებლებთან პირდაპირი კავშირები დაამყარონ.

კერძოდ, უკრაინა ბრაზილიიდან, მექსიკიდან, არგენტინიდან და კოლუმბიიდან ტრანსფორმატორების, ჩილედან ძალოვანი კაბელების, ესპანეთიდან კი ელექტროტექნიკური აღჭურვილობის, კაბელებისა და გენერატორების მიღებითაა დაინტერესებული.

ცნობისთვის, 4 ნოემბერს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების გამო ატომურ ელექტროსადგურებს გამომუშავების შემცირებაც მოუწიათ.

იტვირთბა....