2026 წლის პირველ 9 თვეში რუსეთში თითქმის 5 400 კომპანია გაკოტრდა
ამის შესახებ ინფორმაციას Moscow Times ავრცელებს და წერს, რომ ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტია. მათივე ცნობით, ამის მიზეზი მომხმარებელთა მოთხოვნის შემცირება, სესხების მაღალი საპროცენტო განაკვეთები და გაზრდილი გადასახადებია, რაც ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვა

