aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

პრემიერის გულახდილი ინტერვიუ: რაზე ისაუბრა კვირიკაშვილმა გადაცემაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეიმედის გადაცემა „ქორნიკის სტუდიაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი, ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო:

როგორც  გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ხიდაშელმა ნატო-ს სამიტის წინ მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია.

„მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელი წავა. მან მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია ამ წინა პერიოდში. არანაირი მიზეზი, რომ ის არ წავიდეს, არ არსებობს, თუ რა თქმა უნდა ექნება წასვლის სურვილი. მე როგორც ვიცი, თავად თქვა, თქვა რომ წავა ვარშავის სამიტზე“.

პრემიერის თქმით, თუკი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი სამი მინისტრი არჩევნებამდე თანამდებობებს დატოვებს,  მას კანდიდატურები ჰყავს:

“მე რომ ვთქვა, არ მყავს შერჩეული სავარაუდო კანდიდატურები, არასერიოზული იქნება, რადგან ვიცი ზუსტად, რომ მოსალოდნელია მათი წასვლა. თუმცა, მათ არ უსაუბრიათ ზუსტად, წავლენ თუ არა არჩევნებამდე. მიუხედავად ამისა, ჩემი მოვალეობაა, ვიფიქრო და რა თქმა უნდა მყავს გარკვეული კანდიდატურების ჩამონათვალი. არიან მინისტრები, რომლებთან დაკავშირებითაც მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, არიან მინისტრები, რომლებთან მუშაობაც საჭიროა, თუმცა დღეს ნუ დამააანონსებინებთ. კიდევ ვამბობ, რომ არა მხოლოდ და მხოლოდ სიაში გადასვლის მიზნით, არამედ ისედაც შეიძლება, მოხდეს ცვლილება”.

კვირიკაშვილის განმარტებით, ივანიშვილი მის პრინციპულ გადაწყვეტილებებში არ ერევა:

“ბიძინა ივანიშვილის ადგილას რომ ვიყო, მართლა დიდი ხნის წინ ავიცრუებდი გულს, მაგრამ რადგან ის გრძონობს პასუხისმგებლობას, არ არის გულგრილი იმის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვეულებრივი ამბავია, მასთან იყოს საქმიანი ურთიერთობა. ამაში რატომ არის რაღაც ნეგატიური ან არაბუნებრივი. არაბუნებრიივ უფრო ის არ არის, რომ ოდესის გუბერნატორი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არ არის, საქართველოში პარტიას მართავს. ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ვეღარ მართავს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მცდელობები აქვს. უმცირესობის ლიდერი როდესაც იმართება ქვეყნის გარედან, ეს არ არის არაფორმალური მმართველობა? ჩემზე როცა არის საუბარი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც არის პრინციპული, არ გადის არსად კონტროლს და ფილტრს. თუმცა, მე მაქვს ბიძნა ივანიშვილთან საპატივცემულო, ადამინური ურთიერტობა. ეს გრძლედება უკვე 2006 წლიდან, ეს არ არის არაფორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩვეულებრივი მეგობრული, ,ადმაიანური ურთიერთობა“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინასაარჩევნოდ მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება:

„არ არის აუცილებელი, მინისტრები იყვნენ სიაში, მაგრამ წინასაარჩევნოდ ცვლილებები გამორიცხული არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური სარეფორმო გეგმა და აქედან გამომდინარე შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს. როდის მოხდება, როგორ მოხდება, ამაზე პროგნოზირებასა და მკითხაობას არ დავიწყებ. ჯობია, რომ დაველოდოთ, თუმცა ცვლილებები იქნება ნამდვილად“.

ჟურნალისტმა პრემიერს კითხვა დეპუტატ თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებით დაუსვა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, არ იცის, რატომ არ დაესწრო თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნების“ ყრილობას.

„თამაზ მეჭიაურს ჩვენ გავუგზავნეთ მოსაწვევი, სპეციალურად გადავაკონტროლე, ხომ არის გაგზავნილითქო. მე ვერ გეტყვით, რატომ არ დაესწრო. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვექნება და გვაქვს ძალიან აქტიური განხილვები ამ საკითხის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იქნება გუნდური გადაწყვეტილებები, ალბათ უახლოეს კვირებში ჩვენ წარმოგიდგენთ კიდევ ახალ წევრებს ჩვენი გუნდის”,- აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არ არის პიროვნული საკითხი.

“როგორც დღეს ჩემს გამოსვლაში ვთქვი, ეს არის გუნდის კონსოლიდაციის საკითხი, რადგან გუნდი უნდა იყოს კონსოლიდირებული. არ უნდა არსებობდეს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა. ბატონი თამაზი არ მალავს, რომ მას აქვს განსხვავებული მოსაზრება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში, ამიტომ სავარაუდოდ ის თვითონაც მიიღებს გადაწყვეტილებას“.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თამაზ მეჭიაურმა პოლიტიკურ გუნდთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ძალიან თამამი ნაბიჯები გადადგა.

ჟურნალისტის კითხვაზე:  „თქვენ არ ელევით ადამიანებს ისე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი შეელია ირაკლი ალასანიას?“, პრემიერმა უპასუხა:  „ამ კითხვაზე რაიმე შეფასებებისგან მე თავს შევიკავებდი, მაგრამ ალასანიას ადგილზე რომ ვიყო, თავს შევიკავებდი ბევრი იმ შეფასებისგან რომელსაც ის აკეთებს დღეს“.

მე შევითავსე ორივე ფუნქცია და ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრობა და პარტიის თავმჯდომარეობა ორივე ერთად ძალიან კარგ შესაძლებლობას მომცემს, გავაკეთოთ ძალიან ბევრი კარგი საქმე და ამის ყველა წინაპირობა არსებობს,-  განაცხადა  „ტელეიმედის“ გადაცემაში „ქრონიკის სტუდია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....