აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა 15 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი რუსი სამხედროების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20-30 წუთია.
ამის შესახებ რეტკლიფმა პენსილვანიაში გამართულ თავდაცვისა და ინოვაციის სამიტზე ისაუბრა, სადაც მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ვითარების განმაპირობებელი უკრაინის მიერ ომში ხელოვნური ინტელექტით (AI) აღჭურვილი დრონების გამოყენებაა.
“ჩვენი დაზვერვა თანხვედრაშია ღია წყაროებიდან შემოსულ გარკვეულ ცნობებთან, რომელიც ალბათ უკრაინის შესახებ გინახავთ. ასე რომ, ამჟამად იმ რუსი ახალწვეულის სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც უკრაინაში ბრძოლის ველზე ჩადის, ჩვენი შეფასებით, 20-30 წუთს შორისაა.” – თქვა მან.
“ეს იმიტომ, რომ AI-დრონები სპეციალიზებულ, დაბალფასიან მკვლელ მანქანებად იქცნენ და ამიტომაა, რომ ახლა კონფლიქტი ოთხ წელიწად-ნახევარს გრძელდება.” – დაამატა CIA-ს დირექტორმა.
ცნობისთვის, ივლისში უკრაინამ განაცხადა, რომ 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაახლოებით 1.4 მილიონი სამხედრო დაკარგა და ყოველდღიურად მოკლული ან დაჭრილი რუსი ოკუპანტების რაოდენობა 1 000-ს აღემატება.
ჯონ რეტკლიფმა ასევე განაცხადა, რომ თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან 18 თვის შემდეგ რუსეთმა უკრაინის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 1%-ზე წინსვლა შეძლო.

