უკრაინის დედაქალაქში უკვე მეორე დღეა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქცია იმართება.
უკრაინული მედიის ცნობით, მოქალაქეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები და სკანდირებენ: „სირსკი, გადადექი“, „ფედოროვი – თავდაცვის მინისტრი“, „დეპუტატებო, საქმეს შეუდექით“.
შეგახსენებთ, რომ მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში 15 ივლისს დაწერა, რომ დათავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მედიასთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი ჰქონდა.

