ახალი ამბები მსოფლიო

აშშ-ში 2026 წლის შუალედურ არჩევნებში ძირითადი ხმის მიცემის ეტაპი დასრულდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2026 წლის შუალედურ არჩევნებში ძირითადი ხმის მიცემის ეტაპი დასრულდა და ამჟამად მიმდინარეობს ხმების საბოლოო დათვლა და მანდატების ოფიციალური გადანაწილება.

ორივე პალატაში შედეგები უკვე გამოკვეთილია, თუმცა ზოგიერთ შტატში პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

აშშ სენატი – განსახილველი 35 ადგილიდან ოფიციალურად გამოცხადებულია 33-ის შედეგები. დემოკრატებმა უკვე მიიღეს 20 ადგილი. რესპუბლიკელებმა კი 13. ჯამური ბალანსით, სენატში დემოკრატებმა მყარი უპირატესობა მოიპოვეს (საერთო ჯამში დაახლოებით 52 მანდატით).

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას – 435 ადგილიდან დამუშავებული და გამოცხადებულია 387 მანდატის შედეგი. ამ შემთხვევაშიც ლიდერობენ დემოკრატები  – 240 ადგილით, რესპუბლიკელებმა კი 147 მანდატიც მოპოვება შეძლეს. დარჩენილია რამდენიმე ათეული მანდატი (განსაკუთრებით ისეთ შტატებში, როგორიცაა კალიფორნია), სადაც ხმების დათვლა რეგიონული თავისებურებების გამო უფრო ნელა მიმდინარეობს, თუმცა დემოკრატებმა პალატაში უმრავლესობის მოპოვება ფაქტია უკვე შეძლეს.

იტვირთბა....