ახალი ამბები მსოფლიო

საფრანგეთის ქალაქებში დღეს მსვლელობა გაიმართება, ასევე მოსალოდნელია, საჯარო სექტორის თანამშრომელთა გაფიცვა

საფრანგეთის ქალაქებში დღეს ასობით ათასი მომიტინგის მსვლელობა გაიმართება, ასევე მოსალოდნელია, საჯარო სექტორის თანამშრომელთა გაფიცვა.

„ეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის მორიგი გამოცდაა“, – წერს „როიტერი“.

გავრცელებული ინფორმაციით, აქცია პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული, რომელშიც მონაწილეობას მემარცხენე CGT და სტუდენტები მიიღებენ.

„ჩვენ უკიდურესად ფხიზლად ვართ, რადგან 17 ოქტომბრის მოვლენების განმეორება დაუშვებელია“, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟონმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შიდა უსაფრთხოების სამსახური პარიზთან გამართულ დემონსტრაციებში 500 000-დან 700 000-ამდე ადამიანის გამოსვლას პროგნოზირებს.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები ეხება საცხოვრებელ ხარჯებსა და საგანმანათლებლო სექტორს.

იტვირთბა....