თეირანში აქციის მონაწილეებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის გამოსახულებიანი ბანერი დაწვეს.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტები ბანერის გარშემო დგანან.
დემონსტრაცია მას შემდეგ გაიმართა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის მარცხში ირანთან ომმა გარკვეული როლი ითამაშა.
ცნობისთვის, აშშ-ში ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს. ამჟამად არსებული მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ.

