ახალი ამბები მსოფლიო

“არჩევნებში მარცხის მიზეზი ირანთან ომია” – ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, ჯეი დი ვენ­სის გან­ცხა­დე­ბით, მი­ზე­ზი, რის გა­მოც “რეს­პუბ­ლი­კურ­მა პარ­ტი­ამ” შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო და რო­გორც სე­ნატ­ზე, ასე­ვე წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა, ირან­თან ომია.

“ჩვე­ნი წა­გე­ბის მი­ზე­ზი ომია. პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვად თქვა ეს გუ­შინ ღა­მით“, – წერს ვენ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მისი თქმით, არ­ჩევ­ნებ­ში მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ “ბევ­რმა ადა­მი­ან­მა, ვინც ტრამპსა და ვენსს 2024 წელს უჭერ­და მხარს, 2026 წელს დე­მოკ­რა­ტებს მის­ცა ხმა“.

ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ოთხ ნა­ბიჯს გა­მო­ყოფს, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც, მისი თქმით, ხელს შე­უ­წყობს ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას. ესე­ნია ომის დას­რუ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და ინფლა­ცი­ა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა, “ამე­რი­კა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა“ პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ის­რა­ელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა.

ამავდრო­უ­ლად, ვენ­სი მიგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კას ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის გა­დამ­წყვეტ ფაქ­ტო­რად არ მი­იჩ­ნევს.

იტვირთბა....