აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახას დასახელებაზე რუსეთის დარტყმების შედეგად დაღუპულების რიცხვი 40-მდე გაიზარდა

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კომიშუვახაზე რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 30-მდე პირი კვლავ დაკარგულად ითვლება და შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

რუსეთმა 9 საჰაერო ბომბი დაუშინა სკოლის შენობას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტი მოქმედებდა. იერიშები რამდენჯერმე განმეორდა, რის გამოც ადგილზე დაჭრილების გამოსაყვანად მისული მაშველები და პოლიციელებიც დაიღუპნენ.

იტვირთბა....