ირანის სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ ისინი, ვინც არჩევნების შემდეგ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას ელოდებიან, „სერიოზულად ცდებიან“.
მისივე თქმით, პარტიული, თუ ფრაქციული ცვლილებების მიუხედავად, შეერთებული შტატების ჰეგემონური სისტემა უცვლელი რჩება.
„ისინი, ვინც ჯერ კიდევ უმცირეს იმედსაც კი იტოვებენ, რომ ჰეგემონური სისტემის ქცევა შეიძლება, შეიცვალოს პარტიული ან ფრაქციული ცვლილებების გზით, ან ვინც წარმოიდგენს, რომ დათმობებზე წასვლა შეერთებულ შტატებს ირანელი ერის მიმართ მტრული განწყობისგან დააშორებს, სერიოზულად ცდებიან“, – განაცხადა მოჯტაბა ხამენეიმ.
ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ახლო აღმოსავლეთის ომი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდება, თუ შეერთებული შტატები ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმებს განაახლებს.
„ასეთი აგრესია თუ განმეორდება, ომის მასშტაბები გაცილებით ფართო გახდება“, – განაცხადა მოჯტაბა ხამენეიმ.
აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა. „როიტერის“ მონაცემებით, დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს.

