ახალი ამბები მსოფლიო

“გუშინ, ამერიკის საზოგადოებამ ხმა ისეთი პოლიტიკის წინააღმდეგ მისცა, რომელიც მხოლოდ სიღარიბეს იწვევს”- პედრო სანჩესი

გუშინ, ამერიკის საზოგადოებამ ხმა ისეთი პოლიტიკის წინააღმდეგ მისცა, რომელიც მხოლოდ სიღარიბეს იწვევს, – ასე ეხმაურება ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებს.

„ამერიკის საზოგადოებამ ხმა მისცა სიძულვილის წინააღმდეგ. მაჩიზმის წინააღმდეგ. კლიმატის ცვლილების უარყოფის წინააღმდეგ და ელიტების პრივილეგიების წინააღმდეგ“, – წერს სანჩესი X-ზე.

მისი თქმით, „ეს მოხდა ბრაზილიაში. ეს ახლახან აშშ-ში მოხდა და მალე ესპანეთშიც მოხდება“.

ცნობისთვის, ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს გაიმართება.

იტვირთბა....