საზოგადოება

ანტიჰოროსკოპი – ზოდიაქოს ნიშნების შავბნელი მხარეები

ვერძი

ნერვული და იმპულსურია. ამით ყველაფერი ნათქვამია. როდესაც რამეს დააშავებს, პატიებას ხმაურითა და აურზაურით ითხოვს. შესაძლოა, ბოდიში არც კი მოიხადოს, რადგან სიამაყე ამის საშუალებას არ მისცემს.

კურო

საშინლად ანგარებიანია. შეგიძლიათ, არასოდეს დაუსვათ კითხვა- „აზრზე ხარ რას აკეთებ?“. რადგან მას ყველაფერი თავიდანვე აქვს გათვლილი და ზუსტად იცის სად და რა დროს უნდა მოგაყენოთ ტკივილი და დარტყმა.

ტყუპი

საშინელი თავქარიანია. ვერასოდეს აღმოჩნდება იგი ჩიხში, რადგან ყოველთვის აქვს არნახული პასუხები კონფლიქტურ ი სიტუაციიდან თავის დასაღწევად. თუმცა, ჩადენილი დანაშაული ზუსტად 5 წუთში ავიწყდება.

კირჩხიბი

ისე დაგაბრალებთ ყველაფერს, რომ თვალსაც არ დაახამხამებს. თანაც შენ სულ დამნაშავე ხარ, ის კი მუდამ მსხვერპლია. იმ შემთხვევაშიც კი თუ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდაა, კირჩხიბის დარწმუნება, რომ ისაა დამნაშავე, შეუძლებელია. ამას გარდა იგი შეეცდება მთელს სამყაროს გააგებინოს, როგორ სასტიკად მოექეცით საბრალო კიბოს.

ლომი

თავის თავზე შეყვარებულია. დარწმუნებულია, რომ ისაა ჭკვიანი, მეფე და ყველა მის ფერხთით უნდა იყოს. ყოველთვის მართალი ჰგონია თავი და ამტკიცებს, რომ ასე სურდა და სვანაირად ვერ მოიქცეოდა.

ქალწული

წყენას არასოდეს ივიწყებს და შეიძლება უბრალო გულისტკენა წლების განმავლობაში დაამახსოვრდეს. შემდეგ კი ყველაზე ცუდ დროს გაგიხსენებთ „დანაშაულს“ და აუცილებლად მიგითითებთ, რომ კარგად არ მოიქეცით.

სასწორი

მშიშარა და მატყუარაა. ამ რეიტინგში მათ ლიდერობას ვერავინ წაართმევს. ხანდახან იმდენ ტყუილს ამბობს, რომ თავად იხლართება თავის ნათქვამებში. თავის გამართლების აუცილებლობას კი ვერასოდეს ხედავს.

მორიელი

პრონციპული აბეზარია. თუკი მის წინაშე რამე დანაშაული გაქვს, მორიელის ლოგიკით აუცილებლად უნდა დაისაჯოთ. საკუთარი თავი სიმართლის განსახიერებად მიაჩნია და მასთან კამათს აზრი არ აქვს.

მშვილდოსანი

სკანდალური და ისტერიკულია. კონფლიტებით სიამოვნებას იღებს. იმდენად უაზრი ტექსტით შეეცდება შემდეგ თავის გამართლებას და ისეთი გონორით, რომ გირჩევნიათ ყველა ბრალეულობა თქვენს თავზე აიღოთ.

თხის რქა

ჯიუტი და ეგოისტია. თვლის, რომ მისნაირი მეორე ჯერ არ დაბადებულა. თავს იმართლებს იმით, რომ სხვა გამოსავალი არ იყო.

მერწყული

ცინიკოსია და ამ სიაში სასწორის შემდეგ მეორე საპატიო ადგილს იკავებს. შეუძლია ათასი საძაგლობა გააკეთოს, რათა თქვენი უპირატესობა არ გამოჩნდეს მასზე მეტი. არასოდეს გაბედოთ მისი გულის ტკენა, რაგან მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდებათ ეს ყველაფერი. თუკი პასუხს მოსთხოვთ, შესაძლოა სიცილით მოკვდეს.

თევზები

გულგრილია ყველაფრის მიმართ. შესაძლოა ქუჩიდან გაიგოს რომ ვინმე დახმარებას ითხოვს, მან კი ბალიში თავზე დაიფაროს და მშვიდად გააგრძელოს ძილი. არც იმის იმედი გქონდეთ, რომ საავადმყოფოში მოვა და გინახულებთ, თუნდაც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდეთ.

იტვირთბა....