უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ადიღეისკში, ონლაინმაღაზია Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა.
საწყობში ხანძარი გაჩნდა. კომპანიის ინფორმაციით, ყველა თანამშრომლის ევაკუაცია დროულად შესრულდა და წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
“ობიექტზე განთავსებულ პროდუქტებს პლატფორმიდან დროებით ამოვიღებთ და მათი შეკვეთა შეუძლებელი იქნება. შეკვეთების ნაწილს გავაუქმებთ, ნაწილს კი სხვა ობიექტებიდან მივაწვდით მომხმარებლებს.” – განაცხადეს კომპანიაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის 14 რეგიონში, ოკუპირებულ ყირიმში, შავ და აზოვის ზღვებში, ჯამში 709 უკრაინული დრონი მოიგერიეს.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Ozon-ის საწყობეზე აგვისტოდან მიაქვთ იერიშები. კომპანიის 2026 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, დრონების დარტყმების შედეგად მიღებულმა ზარალმა 30.1 მილიარდი რუბლი შეადგინა.

