რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 310 დრონი გაუშვა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 272 საფრენი უპილოტო ობიექტი მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმები ოკუპირებული რეგიონებიდან, „შაჰედისა“ და „გერბერას“ ტიპის დრონებით, ასევე „პაროდიას“ ტიპის სატყუარა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს.
როგორც ცნობილია, დარტყმები 19 ადგილზე განხორციელდა, ხოლო განეიტრალებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები 15 ლოკაციაზე ჩამოცვივდა.

