ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა, მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან – ვაპირებთ, რომ დავეწიოთ”- კობახიძე

ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა. მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან. ამიტომ, ვაპირებთ, რომ მათ დავეწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.

„ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა პარტიების აკრძალვის საკითხზე დაუსვა.

„ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა. მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან. ამიტომ, ვაპირებთ, რომ მათ დავეწიოთ. ევროპული მიდგომა ზოგჯერ აბსურდულია, რადგან ჩვენ უკრაინის მაგალითი გვაქვს. მათ 18 პოლიტიკური პარტია აკრძალეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ეს საკითხი პრობლემას შექმნის, თუ მოლაპარაკებების გაგრძელება სურს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „ევროპელ ბიუროკრატებს სამართლებრივი კომენტარების გაკეთებას სთავაზობს“.

იტვირთბა....