ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დემოკრატიაზე საუბრის დროს, კობახიძეს Euronews-ის ჟურნალისტმა პარტიების აკრძალვის პროცესი შეახსენა

“ევრონიუსის” სამიტზე პანელური დისკუსიის დროს ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალის შესახებ მიმდინარე პროცესზეც მოუწია საუბარი.

როდესაც ის ქვეყანაში არსებულ დემოკრატიაზე ლაპარაკობდა, ევრონიუსის ჟურნალისტმა, შეახსენა, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში, შევიდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ.

ჟურნალისტს აინტერესებდა, ამ ფაქტის შემდეგ, როგორ შეიძლება მმართველმა გუნდმა დემოკრატიის შექმნის მცდელობაზე ისაუბროს.

აღნიშნული კითხვის საპასუხოდ „ოცნების“ ლიდერმა სხვა ქვეყნების მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ ბევრგან იკრძალება ოპოზიციური პარტიები და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

Euronews-ის ჟურნალისტი: თქვენ ხართ ქვეყანა სადაც მიდის პარტიების აკრძალვის პროცესი. ეს არის ის, რასაც ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანა აკეთებს?

ირაკლი კობახიძე: ამის მაგალითები გვაქ უკრაინასა და მოლდოვაში. გააუქმეს პარტიები და ჩვენ წინ არიან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

Euronews-ის ჟურნალისტი: ვერ ხედავთ რომ ეს საქმე გადავა ევროსასამართლოში?

ირაკლი კობახიძე: ესაა იურიდიული საქმე და ევრობიუროკრატები პოლიტიკურ კომენტარებს აკეთებენ. სასამართლო არის დამოუკიდებელი,ნდობა 50%ზე მაღალია. უმრავლესობა მხარს უჭერს სასამართლოს.

იტვირთბა....