აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრას ხუთშაბათს უმასპინძლებს. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრ სახლში პირადად შეკრებს რუსეთისა და უკრაინის, აქტიურ ომში მყოფი ორი ქვეყნის წარმომადგენლებს. ეს მოვლენა ამერიკის ისტორიაში განსაკუთრებულ მომენტს წარმოადგენს“, – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მელანია ტრამპი ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
ცნობისთვის, მანამდე მელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკიში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რომელიც 27 ოქტომბერს ამოქმედდა.

