„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები და მხარდამჭერები სპორტის სასახლეში იმყოფებიან. ყრილობაზე დასასწრებად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც მივიდა.
ირაკლი ღარიბაშვილი სპორტის სასახლეში ჯერ არ მისულა.
დღევანდელ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილს აირჩევენ , ის ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატია. გარდა ამისა დაკომპლექტდება განახლებული პოლიტსაბჭო და დაამტკიცებენ პარტიის წესდებას.
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, დღეს პარტია არ წარადგენს საარჩევნო სიას. სიის შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

